ფეხბურთი

10:48 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის თასის გამარჯვებულს უალკოჰოლო შამპანურს აჩუქებენ

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა ქვეყნის თასის გამარჯვებულს ერთი ყუთი უალკოჰოლო შამპანური აჩუქოს - გვამცნობს Daily Mail. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელების რელიგიური შეხედულებების პატივისცემის გამო მიიღეს.

მოგეხსენებათ, მუსლიმანებს და ზოგიერთი სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, ალკოჰოლური სასმელების დალევა ეკრძალებათ. ასევეა 18 წლამდელ მოთამაშეთა შემთხვევაშიც.

გამოცემა წერს, რომ წლევანდელიდან ასოციაცია ტურნირის გამარჯვებულს გასახდელში ერთ ყუთ უალკოჰოლო შამპანურს აჩუქებს.

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, 18 მაისს „მანჩესტერ სიტი“ „უოტფორდს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11518