ისტორია

9:51 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

24 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966 - ალესანდრო კოსტაკურტა. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და კლუბ “მილანის” მცველი. სერია A-ში მილანელთა შემადგენლობაში ჩაატარა 454 მატჩი. ჩემპიონთა ლიგის (თასის) ოთხგზის გამარჯვებული. იტალიის შვიდგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ხუთჯერ მოიგო იტალიის, ოთხჯერ - ევროპის სუპერთასი. საკონტინენთთაშორისო თასის ორგზის მფლობელი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894 - ფრანგმა ველოსიპედისტმა ანრი დისგრანჟმა 100 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2.39:18).

1923 - მოსკოვში დაარსდა საფეხბურთო კლუბი ცდკა (ცსკა).

1977 - კალათბურთიდან გააცილეს ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზურაბ საკანდელიძე. იმ დღეს “დინამომ” თბილისის სპორტის სასახლეში კაუნასის “ჟალგირისს” 100:90 მოუგო.

1989 - შოთა ჩოჩიშვილი-ანტონიო ინოკის ორთაბრძოლა

1994 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის მატჩში “სან ანტონიონელმა” დევიდ რობინსონმა 71 ქულა გააკეთა. ეს “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” მატჩის დროს მოხდა. რობინსონი ჩემბერლენის, ბეილორისა და ტომპსონის შემდეგ მეოთხე მოთამაშე შეიქნა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში 70 ქულაზე მეტი დააგროვა.

1996 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები რუმინელებთან ტესტ-მატჩში 0:5 დამარცხდა.

1996 - ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან თამაშისას ისლანდიის ნაკრების შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ არნორ გუდიონსენი მისმა შვილმა ეიდურმა შეცვალა.

2001 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის გუნდი 3:2 დაამარცხა. ქართველთაგან გოლები თემურ ქეცბაიამ (2) და არჩილ არველაძემ გაიტანეს.

2005 - შოთა არველაძემ და ზურაბ ხიზანიშვილმა გლაზგოს “რეინჯერსის” შემადგენლობაში, შოტლანდიის საფეხბურთო პრემიერლიგის ჩემპიონობა მოიპოვეს.

2005 - ფორმულა-1-ის სან მარინოს გრან-პრი ესპანელმა ფერნანდო ალონსომ მოიგო. მან გერმანელ მიხაელ შუმახერს 0.215 წამით აჯობა.

2005 - მოკრივეთა ნახევრადმჩატე წონით კატეგორიაში, WBO-ს ჩემპიონმა, ხოან გუზმანმა (დომინიკის რესპუბლიკა) ტიტულის დაცვა შეძლო. მექსიკელ ფერნანდო ბელტრან-უმცროსთან ორთაბრძოლაში, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, გამარჯვება მას მიენიჭა.

2006 - ესპანური საფეხბურთო კლუბის, “რასინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მანულ პრესიადო გადადგა.

2010 - ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა.

2011 - სტამბოლში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი უკრაინა გახდა, ვერცხლის მედლები კი ფრანგ ძიუდოისტებს გადაეცათ.

ამ დღეს დაიბადნენ

1894 - სტენლი როუზი. 1961-74 წლებში ფიფა-ს პრეზიდენტი. როუზი უეფას შექმნის ინიციატორი იყო. 1934-61 წლებში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გენერალურ მდივნად მუშაობდა.

1911 - რობერტ ჯოზეფ კეინი. აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ექსპრეზიდენტი.

1916 - გრიგორი ფედოტოვი. პირველი საბჭოთა ფეხბურტელი, რომელმაც ოფიციალურ მატჩებში 100 გოლი გაიტანა. 1946, 1947 და 1948 წლებში გახდა სსრკ-ს ჩემპიონი. 1945 და 1948 წლებში მოიპოვა საკავშირო თასი. გამოდიოდა ცსკაში. წვრთნიდა ამავე გუნდს. 1951 წელს არმიელები ჩემპიონი გახადა, 1951 და 1954 წლებში კი თასი მოაგებინა.

1925 - ჯიმი დიკინსონი. 1949-56 წლებში ინგლისის ნაკრების ჰავბეკი. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 48 მატჩი. “პორტსმუთის” რეკორდსმენი ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (764). ინგლისის ორგზის ჩემპიონი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე.

1930 - კონ ფინდლი. ნიჩბოსნობაში 1956, 1964 და 1976 წლებში ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ორი ოქროსა და ბრინჯაოს მედალი.

1932 - ვლადიმირ ენგიბარიანი. საბჭოთა მოკრივე. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპის სამგზის ჩემპიონი.

1927 - ჯოსი ბარტელი (ლუქსემბურგი). 1500 მეტრზე სირბილში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1945 - მაიკ ჯონსი. 1960-70-იან წლებში “ლიდს იუნაიტედის” ფორვარდი. იორკშირელთა გუნდის რიგებში ჩაატარა 312 მატჩი, გაიტანა 111 გოლი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი. ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასების მფლობელი. “ბაზრობათა თასის” ორგზის გამარჯვებული.

1947 - თეიმურაზ კაკულია. ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ჩოგბურთში (1976 წელს ერთეულთა თანრიგში). საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი. საკავშირო თასის სამგზის მფლობელი. ზედიზედ თერთმეტი წლის განმავლობაში თეიმურაზ კაკულია შედიოდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჩოგბურთელთა ათეულში (ცხრაჯერ მეორე ნომრად). მონაწილეობა აქვს მიღებული “დიდი სლემის” 16 ტურნირში (32 მატჩი, 15 მოგება). იასპარეზა დევისის თასის გათამაშების 15 მატჩში. ლეილა მესხის აღმზრდელი და პირადი მწვრთნელია.

1948 - ედი ჯეიმს ჰარტი. 100 მეტრზე ესტაფეტით სირბილში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1955 - თეიმურაზ ხუბულური. ერთადერთი ქართველია, რომელმაც ძიუდოისტთა შორის (95 კგ კატეგორია) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობა (1979, 1981) მოიპოვა. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 1977). 1981 წლის ევროპის პირველობის ვერცხლის პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1977). 1979 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა მეექვსე სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი. საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1979, 1982). 1979 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. სპორტის დამსახურებული ოსტატი.

1961 - ჟაკ ტურე. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი. ეროვნულ გუნდში ჩაატარა 16 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი და ეროვნული თასის მფლობელი.

1962 - სტიუარტ პირსი. გამოდიოდა ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.

1963 - ლაიოშ დეტარი. 1980-90-იან წლებში უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველი. მადიართა ეროვნული გუნდის 63 მატჩში გაიტანა 13 გოლი. გამოდიოდა უნგრეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიისა და შვეიცარიის კლუბებში. უნგრეთის სამგზის ჩემპიონი. უნგრეთისა და გერმანიის თასების მფლობელი. 1989 წელს დაასახელეს საბერძნეთის, 1994 წელს კი შვეიცარიის საუკეთესო ლეგიონერად.

1966 - ალესანდრო კოსტაკურტა. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და კლუბ “მილანის” მცველი. სერია A-ში მილანელთა შემადგენლობაში ჩაატარა 454 მატჩი. ჩემპიონთა ლიგის (თასის) ოთხგზის გამარჯვებული. იტალიის შვიდგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ხუთჯერ მოიგო იტალიის, ოთხჯერ - ევროპის სუპერთასი. საკონტინენთთაშორისო თასის ორგზის მფლობელი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1967 - დინო რაჯა. “ბოსტონ სელტიკსისა” და იუგოსლავიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი.

1968 - ნესტორ ფაბრი. 1980-90-იან წლებში არგენტინის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1987 წელს დაასახელეს არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად. არგენტინისა და საფრანგეთის ჩემპიონი. საფრანგეთის თასის მფლობელი.

1971 - ნიკოლოზ ტოგონიძე. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” გოლკიპერი. საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი.

1971 - ფილ როჯერსი. 100 მეტრზე ბრასის სტილით ცურვაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი.

1972 - რობერტ დუგლასი. შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “სელტიკის” გოლკიპერი.

1973 - ვილე ჰელტონენი. ფინეთის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე. 1998 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი.

1976 - სტივ ფინენი.

1977 - დიეგო პლასენტე. არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “არგენტინოს ხუნიორსის,” “რივერ პლეიტის,” ლევერკუზენის “ბაიერის,” ვიგოს “სელტას” და “სან ლორენცოს” ფეხბურთელი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 22 მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1982 - ვილე რიტოლა. ფინელი სტაიერი. 1920, 1924 და 1928 წლების ოლიმპიადებზე მოგებული აქვს სხვადასხვა სინჯის რვა მედალი.

0.137946