კალათბურთი

17:00 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტის ქართული ლოგო: ბურთებით აწყობილი მტევანი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ლოგო წარადგინა. შეგახსენებთ, რომ საქართველო მომავალი ტურნირის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში მოიაზრება, ამდენად, ეს აუცილებელი პროცედურა გახლდათ.

ცხადია, ეს, ლოგოს მხოლოდ წინასწარი მონახაზია და მისი შეცვლა შეიძლება, თუმცა, წარმოდგენილ ვარიანტს დასაწუნი არაფერი აქვს. ის მწვანესა და ღვინისფერშია გადაწყვეტილი, მტევნის მარცვლები კი კალათბურთის პატარა ბურთებითაა აწყობილი. ნათელია, ამ ყველაფრით იმის ხაზგასმა ხდება, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა.
წინასწარი მონაცემებით, ევრობასკეტ-2021-ის მასპინძელთა ვინაობა მიმდინარე წლის ივლისში უნდა გაირკვეს. უკვე დამკვიდრებული ტრადიიციის თანახმად, ტურნირს 4 ქვეყანა მიიღებს, რომელთაგან ერთ-ერთი შეჯიბრის ფინალურ ეტაპსაც ჩაატარებს.
საქართველოს გარდა, ფიბა-ში განაცხადები ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, უნგრეთმა, იტალიამ და სლოვენიამ წარადგინეს. ევროპირველობაში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს, რომელთაც შესარჩევი ეტაპების გავლა მოუწევთ, თუმცა, მასპინძელი ქვეყნები ფინალში ავტომატურად მოხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11335