სხვა

19:47 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს, შესაძლოა, სამხედრო ავიაბაზა გამოიყენონ

იაპონიაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისას აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის კომერციული ფრენებისთვის გამოყენებაზე ფიქრობენ.

იოკოტას ავიაბაზას იაპონიაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების (USFJ) შტაბ-ბინის სტატუსი აქვს. ბაზა ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

ოლიმპიური თამაშების მასპინძლებს სურთ, რომ სამხედრო-საჰაერო ბაზის ხელმძღვანელობას ტოკიოს თამაშების სტუმართა მიღების ხელშეწყობის თხოვნით მიმართონ.

„USFJ მოხარული იქნება 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების წარმატებით ჩასატარებლად იაპონიის მთავრობასთან თანამშრომლობით. როდესაც შესაფერისი დრო დადგება, მათ თხოვნას დეტალურად განვიხილავთ და ჩამოვყალიბდებით, თუ რითი შეგვეძლება დახმარება," - განაცხადა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა ჯონ ჰაჩესონმა.

ოლიმპიური თამაშებისას სტუმართა ნაკადს ტოკიოს ორი უმთავრესი აეროპორტი მოემსახურება - ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი და ჰანედას აეროპორტი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129843