კალათბურთი

0:05 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ცრვენა ზვეზდამ” ადრიატიკის ლიგა მოიგო

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის მე-5 გადამწყვეტი მატჩი 54:97 წააგო და სერბულ “ცრვენა ზვეზდასთან” ფინალური სერია 2:3 დათმო.

ბელგრადში დაგეგმილი შეხვედრა ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც სტუმარი კალათბურთელებისა და მასპინძელის ფანების დაპირისპირება გახდა.
საბოლოოდ, “ბუდუჩნოსტი” მტრულ გარემოში თამაშს მაინც დასთანხმდა, თუმცა, სჯობდა, მოედანზე საერთოდ არ გასულიყო. “ცრვენა ზვეზდამ” მეტოქე უბრალოდ გაანადგურა, 43-ქულიანი სხვაობით აჯობა და ევროლიგის საგზურიც დაიბრუნა.
ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:36 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. 19 წლის ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
სავარაუდოა, რომ ამიერიდან გოგა ისევ “მეგა ბემაქსს” შეუერთდება და სერბეთის ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშებს, მომავალი სეზონიდან კი იმედია, მას ნბა-ში ვიხილავთ.

0.11208