ფეხბურთი

22:29 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას საუკეთესო მადრიდული სეზონი

კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალის“ დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება და დასტურად ფრანგის სიტყვები მოჰყავს:

„მადრიდში ვრჩები. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ“, - თქვა ბენზემამ „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ფორვარდს გამორჩეული სეზონი აქვს და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 30 გოლი გაიტანა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ასპარეზობის პერიოდში კი ამაზე შედეგიანად ერთადერთხელ, 2011-2012 წლების სეზონში გაისარჯა, როდესაც სეზონი 32 გოლით დაასრულა.

ვინაიდან, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე „რეალსა“ და ბენზემას 5 თამაში კიდევ დარჩათ გასამართი, საკუთარი რეკორდის მოხსნაც შეუძლია.

0.112056