კალათბურთი

15:50 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 4 ქულა და მარცხი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 28-ე ტური წარუმატებელი გამოდგა გიორგი შერმადინის “უნიკახასთვის”. მალაგელები ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბრეოგანს” სტუმრობდნენ და 75:83 დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:13 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია.
“უნიკახამ” 16 მოგებითა და 11 მარცხით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო შეხვედრა კი 28 აპრილს, შინ, “სან პაბლო ბურგოსთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112203