თამაშგარე

10:20 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა რიკელმემ საზოგადოებას თავი კვლავ შეახსენა

ჩვენ ჯვარი გვწერია და პარაგვაელი მოდელი ლარისა რიკელმე ისეთ დღეშია, ლამისაა ძველი “ზილივით“ ნაწილ-ნაწილ დაიშალოს. ეს გავა-მკერდდალოცვილი ქალი ის ის იყო მიხვდა, რომ ყავლი გასდიოდა და მის ადგილს ახლადღეშეღერებული ასულნი იკავებდნენ, მსწრაფლ მიიღო ზომები და ბულვარულ მედიას გაოცებისგან კიდევ ერთხელ დააჭყეტინა თვალები.

პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებულმა ლარისამ არც აცია, არც აცხელა და ერთ-ერთი ტელე-შოუს მიმდინარეობისას, ხელი ავლო თავისი პერანგის ღილებს, ძალმოსილად შეიხსნა, აზღუდის ფხრაწიც უმალ გააფხრაწუნა და საზოგადოებას მისი დიდებული მკერდი მთელი სისავსით თვალწინ გადაუშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ლარისა რიკელმესგან ამგვარი ეპატაჟურობა აღარავის უკვირს, პირდაპირ ეთერში ძუძუთა გამომზეურება მაინც ნამეტნავად დიდი სიგიჟე გახლდათ და სენიორიტა ლარისას ამ საქციელზე საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია ქონდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რიკელმაანთ გოგოსაც სწორედ ეს უნდა!...

0.171234