ფეხბურთი

3:15 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იეს თორუპი ჩაკვეტაძეზე: "სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ"

ბელგიური „გენტი“ იუპილერ ლიგის მორიგ ტურში ბრიუსელის „ანდერლეხტს“ უგოლოდ დაუზავდა. ორთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ 59-ე წუთზე შეცვალეს.

ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენებურმა მუხლი იტკინა, თუმცა თამაში ამის შემდეგ განაგრძო და მოგვიანებით შეცვალეს. ჩაკვეტაძის შესახებ ნამატჩევს „გენტის“ თავკაცმა იეს თორუპმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო შემოწმებას უნდა დაელოდონ.

„გიორგი სეზონის ბოლომდე შეხვეული მუხლით ითამაშებს, ეს უფრო ფსიქოლოგიური საკითხია, ასე უფრო ძლიერი იქნება მენტალურად.

მან ორთაბრძოლისას მუხლში ტკივილი იგრძნო, მაგრამ მთავარია, რომ მეორე ტაიმში თამაში გააგრძელა. მატჩის შემდეგ მუხლზე ყინული დავადეთ და ახლა ხვალინდელ სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ მოლოდინი დადებითია“, - თქვა თორუპმა.

შეგახსენებთ, „გენტი“ პირველ მაისს, ბრიუსელში ბელგიის თასის ფინალში „მეხელენს“ დაუპირისპირდება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127831