ფეხბურთი

20:10 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლუკაკუს გასაყიდად მზადაა

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ გაყიდოს და ყველა შემოთავაზებას განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Telegraph-მა გაავრცელა. ინგლისური გამოცემის ცნობით ფეხბურთელი ულე გუნარ სულშერის გეგმებში არ შედის.

ფეხბურთელისადმი ინტერესს "პარი სენ ჟერმენი", მიუნხენის "ბაიერნი" და მილანის "ინტერი" იჩენენ. მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ 42 მატჩში 15 გოლი გაიტანა. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა.

0.112478