ფეხბურთი

16:59 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი "ნიუ იორკ რედ ბულსს" ჩაიბარებს

"მონაკოს" ყოფილი მწვრთნელი ტიერი ანრი "ნიუ იორკ რედ ბულსის" დამრიგებელი შემდეგ კვირას გახდება. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამერიკული კლუბის წარმომადგენელი უახლოეს დღეებში ლონდონში გაფრინდება, სადაც ანრის შეხვდება და შეთანხმებაც შედგება.

ანრი ამერიკულ გუნდში "ბარსელონადან" 2010 წელს გადავიდა და 2015 წლამდე 135 მატჩში 52 გოლი გაიტანა. ტიერიმ სამწვრთნელო კარიერა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში დაიწყო, სადაც რობერტო მარტინესის თანაშემწე იყო და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "მონაკოს" თავკაცად დაინიშნა. ლიგა 1-ის მონაწილე კლუბიდან კი ფრანგი წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126209