კალათბურთი

14:10 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დენვერმა ანგარიში გაათანაბრა, „ჰიუსტონს“ ერთი მოგება დარჩა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„დენვერმა“ გასვლაზე „სან ანტონიო“ 117:103 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც დენვერელებმა 37:25 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი შესძინა. „სან ანტონიოში“ 24 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა სერიის მომდევნო შეხვედრა დენვერში 24 აპრილს თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

„ჰიუსტონმა“ გასვლაზე „იუტას“ 104:101მოუგო და სერიაში 3:0 დაწინაურდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდში ტეხასელებმა უკეთ ითამაშეს. „იუტაში“ დონოვამ მიტჩელი 34 ქულით, 6 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა. ჰარდენს 22 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა. მეოთხე შეხვედრა ჰიუსტონში 23 აპრილს გაიმართება.

„ბრუკლინი“ – „ფილადეფია“ 108:112 (33:24, 30:33, 28:28, 17:27)

https://www.youtube.com/watch?v=9sEaIj3s9Fk

„სან ანტონიო“ – „დენვერი“ 103:117 (34:22, 20:32, 25:37, 24:26)

https://www.youtube.com/watch?v=dKp-gWl13fw

„დეტროიტი“ – „მილოუკი“ 103:119 (24:32, 30:35, 24:33, 25:19)

https://www.youtube.com/watch?v=DfTy5xTRUz8

„იუტა“ – „ჰიუსტონი“ 101:104 (30:28, 25:22, 21:24, 25:30)

https://www.youtube.com/watch?v=c4ClK89supI

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115403