ფეხბურთი

17:50 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მზადაა ისკოს სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს

ტურინის "იუვენტუსი" ისკოს ტრანსფერისთვის შეთავაზებას ამზადებს. როგორც Calciomercato იუწყება, იტალიელები მზად არიან მადრიდის "რეალს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ჯერჯერობით უცნობია "რეალის" პოზიცია აღნიშნუ ტრანსფერზე, თუმცა "სამეფო კლუბი" ედენ აზარის და კრისტიან ერიკსენის გადაბირებითაა დაინტერესებული და შესაძლოა ამ ფაქტმა ისკოს ტურინში გადაბარგებას შეუწყოს ხელი.

ისკო, რომელიც დღეს 27 წლის გახდა, "რეალში" 2013 წლიდან თამაშობს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119013