ფეხბურთი

2:40 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მორიგი რეკორდის ავტორი გახდა. საქმე ისაა, რომ პორტუგალიელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონის ტიტული მოუგია.

„იუვენტუსმა“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა სკუდეტოს მოგება და შედეგად, ეს კრიშტიანუსთვის პირველი იტალიის ჩემპიონობა გამოდგა.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 2007, 2008, 2009 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხოლო „რეალთან“ ერთად 2012 და 2017 წლებში მოახერხა ესპანეთში ჩემპიონობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113106