ფეხბურთი

17:34 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რეალში" ცვლილებები იქნება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბში ცვლილებები დააანონსა. თუმცა, ფრანგ სპეციალისტს დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

„არ მინდა სახელები გავაჟღერო, კლუბთან საიბარს ვაპირებ, რადგან ზუსტად ვიცი, რა მინდა, მაგრამ ახლა ამის დრო არაა, ჯერ წინ თამაში გველოდება. დეტალებს არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ცვლილებები იქნება, როგორც შემადგენლობის კუთხით, ისე ტაქტიკური“, - აღნიშნა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალი“ ლა ლიგის 33-ე ტურში 21 აპრილს, ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლებს.

0.156647