ფეხბურთი

15:45 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" 19-წლამდე გუნდი "ატლეტიკოსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

თბილისის „ლოკომოტივის” 19-წლამდე გუნდი ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში მარდიდის „ატლეტიკოსთან” დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თამაში „ატლეტიკოს“ უპირატესობით დაიწყო და მე-4 წუთზე ქართული გუნდის კარში გოლიც გავიდა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში ზუკა დავითაშვილმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ესპანელებმა პირველივე ტაიმშივე მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და კიდევ ერთი გოლი გატანეს.

მეორე ტაიმში „ლოკომოტივს“ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ გოლი მხოლოდ მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გავიდა, თავი ბექა ბუიღლიშვილმა გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა 2:2. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა - თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მადრიდელებმა უკეთ დაარტყეს და საბოლოოდ 4:2 გაიმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110945