ფეხბურთი

14:53 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გულიტი: "გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რადგან მესი აღარ ჰყავს"

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ესპანელი ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმიტომ ვერ ახერხებს, რომ ლიონელ მესი აღარ ჰყავს.

„გვარდიოლა ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, რადგან მესი აღარ ჰყავს. ამასთან ახლოს იყო „ბაიერნში“, მაგრამ ვერ მაოხერხა. გერმანიის ჩემპიონატის მოგება კი წარმატება არაა, რადგან ისინი ამას ყოველწელს ახერხებენ“, - თქვა გულიტმა.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა ოჯერ აქვს მოგებული (2009 და 2011 წლებში), მაგრამ მას შემეგ ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგი მისთვის მხოლოდ ნახევარფინალია.

0.111744