ფეხბურთი

13:59 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" Adidas-ისგან 1.6 მილიარდ ევროს მიიღებს

მადრიდის „რეალი“ და გერმანული Adidas-ი ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. Marca-ს ცნობით, განახლებული ხელშეკრულების თანახმად, „სამეფო კლუბი“ გერმანული კომპანიისგან 12 წლის განმავლობაში 1.6 მილიარდ ევროს მიიღებს.

ეს გარიგება „რეალს“ საშუალება მისცეს, რომ „ბარსელონას“ გადაასწროს, რომელიც ამჟამად Nike-სგან სეზონში 105 მილიონ ევროს იღებს. მადრიდელები კი Adidas-ისგან სეზონში დაახლოებით 120 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.

საინტერესოა, რომ ესპანურ და გერმანულ ბრენდებს შორის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

თეგებირეალი
Loading...
სტატისტიკა
0.261514