ფეხბურთი

13:27 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ბარსელონას" "მანჩესტერზე" უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ბარსელონასთან“ შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელის განცხადებით, მეორე თამაშში ლიონელ მესი ვერ გააკონტროლეს, მაგრამ „ბარსელონა“ „მანჩესტერს“ ისედაც აღემატებოდა.

„მესის პოზიცია ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ადვილი არაა მისთვის სივრცეების შეზღუდვა და გაკონტროლება. „მანჩესტერი“ პირველ თამაშში ზონებს კარგად კეტავდა, მაგრამ ვფიქრობ, საპასუხო შეხვედრა სხვანაირად ჩაატარეს.

დაცვის ხაზის წინ მხოლოდ ფრედი მოქმედებდა და ეს, ის ზონაა, სადაც მესია. როდესაც ის აქედან რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, მკვდარი ხარ და ამიტომ არ მომეწონა მის წინააღმდეგ თამაში.

თუმცა „ბარსელონა“, „ბარსელონაა“. „მანჩესტერზე“ უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა“, - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.

0.116019