ფეხბურთი

20:12 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე მესი გამოარჩიეს

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

არგენტინელმა მატის დე ლიხტის („აიაქსი“), რობერტო ფირმინოსა („ლივერპული“) და სონ მინ-ჰინის („ტოტენჰემი“) კონკურენციაში გაიმარჯვა.

მესიმ მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთა“ (3:0) დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინგლისურ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101807