სხვა

16:25 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სუმოისტები ძალებს ევროპის ჩემპიონატზე სცდიან

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს სტარტი აიღო ევროპის რიგით 23-ე ჩემპიონატმა სუმოში. ასპარეზობები ცალ-ცალკე იმართება ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის: 21-წლამდე, 23-წლამდე და უფროსებში.
პირველი, ანუ დღევანდელი დღე 21-წლამდე ასაკის სუმოტორებს ეთმობათ. ხვალ (შაბათს) იასპარეზებენ 23-წლამდე ასაკის სუმოტორები, ხოლო ბოლო დღე (კვირა) უფროსებისთვის გახლავთ განკუთვნილი.
ჩვენი ქვეყნის ღირსებას დღეს 5 მებრძოლი დაიცავს.
85 კგ-ში 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი დავით კაცაძე იასპარეზებს.
100 კგ-ში დებიუტანტი გვყავს დავით ხარებავას სახით.
მძიმე წონაში (+115 კგ) დოჰიოზე ავლენ ევროპის რამდენიმეგზის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის ბადრი ხატისკაცი და ევროპის ჩემპიონი 18-წლამელთა შორის ზურა წიქორაძე.
აბსოლუტურ (იგივე თავისუფალ) წონაში კი გიორგი ბურჯალიანი და ბადრი ხატისკაცი გამოვლენ.
პირდაპირ რეპორტაჟს ამ ბმულზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალყური:

https://www.youtube.com/watch?v=dysJPIK2mLI

საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

თეგებისუმო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121132