ჩოგბურთი

16:00 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოში მიმდინარე მასტერსის (საპრიზო ფონდი 5 585 030 ევრო) წყვილთა გათამაშებას მეოთხედფინალში გამოეთიშა.

ბასილაშვილმა და მოლდოველმა რადუ ალბოტმა მონაკოში 2 გამარჯვება იზეიმეს, დღეს კი ჰოლანდიელებს რობინ ჰაასესა და ვესლი კოლჰოფს გაეჯიბრნენ და 1:6, 5:7 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ მონტე კარლოს ერთეულთა ტურნირში ბასილაშვილმა პირველივე წრეში წააგო, მისი მომავალი ასპარეზი კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 22-28 აპრილს დაგეგმილი 250-ათასიანი ტურნირი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110477