ფეხბურთი

13:27 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ გულგატეხილია და შესაძლოა, „იუვენტუსი“ ვადაზე ადრე დატოვოს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, ტურინული კლუბი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დატოვოს. ტურინულ კლუბთან ხელშეკრულება მას 2022 წლამდე აკავშირებს. თუმცა არ არის გამორიცხული პორტუგალიემა იტალია 2020-ში დატოვოს - წერს La Repubblica.

გამოცემის ინფორმაციით, რონალდუ ერთობ გულგატეხილი ყოფილა ჩემპიონთა ლიგიდან გუნდის გავარდნით. მომავალ ზაფხულს ის კლუბის დატოვებას არ აპირებს, 2021-ში კი შესაძლოა სხვაგან წავიდეს.

პორტუგალიელი ვარსკვლავი „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა მადრიდის „რეალიდან.“

Loading...
0.124767