ფეხბურთი

23:37 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" შესაძლოა დიბალა გაყიდოს

არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა პაულო დიბალამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, "ბიანკონერი" შეეცდება სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 100 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი კლუბი გადაიხდის 100 მილიონს დიბალას სანაცვლოდ, ინტერესი კი შემტევის მიმართ ევროპული კლუბებიდან არის. "იუვენტუსს" სურს ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ ან მოჰამედ სალაჰი ან მაურო იკარდი დაიმატოს.

დიბალა "იუვენტუსს" 2015 წელს "პალერმოდან" შეუერთდა. მას შემდეგ არგენტინელმა ყველა ტურნირზე 178 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 78 გოლი და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა. დიბალას სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.

Loading...
სტატისტიკა
0.218267