ფეხბურთი

20:40 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, "ლივერპულს" ძალიან გაუჭირდება"

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "მერსისაიდელებს" სერიოზული მეტოქე ყავთ და ლიონელ მესის გასაჩერებლად კი გუნდს რაიმე გეგმა არ აქვს.

"როგორ შევაჩერებთ მესის? არ ვიცი, ვნახოთ. ყველასთვის შესანიშნავი დაპირისპირება იქნება. თამაში იქნება ორ გუნდს შორის და არ გვაქვს ხოლმე საუბარი თუ რომელ ფეხბურთელს გავაკონტროლებთ, ასე რომ ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი და ერთი რომელიმე მოწინააღმდეგის დაპირისპირება, თავს კარგად მაშინ დავიცავთ თუ გუნდურად ვიმოქმედებთ. მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, შესაბამისად "ლივერპულს" ძალიან გაუჭირდება და ვნახოთ რა მოხდება." - ციტირებს Viasport Fotball-ი ჰოლანდიელის სიტყვებს.

"ლივერპულმა" ნახევარფინალამდე ტურნირს "ბაიერნი" და "პორტუ" გამოთიშა. "ბარსელონამ" კი "ლიონი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა პირველ ბარსელონაში მაისს შედგება, ხოლო საპასუხო მატჩი 7 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114189