ფეხბურთი

18:54 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "აიაქსმა" დე ლიხტის შემცვლელი შეიძინა

ამსტერდამის „აიაქსმა“ მატის დე ლიხტის შემცვლელი შეიძინა. როგორც ჰოლანდიური გრანდის ვებგვერდი წერს, 1 ივლისიდან გუნდს 18 წლის მცველი კიკ პირი შეუერთდება.

პირი აშშ-ში დაიბადა, თუმცა ჰოლანდიელია და ამჟამად „ჰერენვენის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 58 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ცნობილია, მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

რაც შეეხება დე ლიხტს, ცნობილია, რომ ზაფხულში „აიაქსს“ დატოვებს. ოფიციალურად ამ დრომდე უნცობია სად გააგრძელებს კარიერას ჰოლანდიელი ფეხბურთელი, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს გუნდი „ბარსელონა“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113099