სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

15:30 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოჰან კრუიფის შვილიშვილები!
ამსტერდამის "აიაქსის" ევოლუცია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„რატომ ვერ უნდა დავამარცხოთ უფრო მდიდარი გუნდები? არასდროს მინახავს ფულის ტომარას გოლი გაეტანოს“, - ეს გენიალური სიტყვები იოჰან კრუიფს ეკუთვნის. „მფრინავი ჰოლანდიელი“ ცოცხალი რომ ყოფილიყო, ნამდვილად იამაყებდა იმით, რაც მიმდინარე სეზონში ამსტერდამის „აიაქსის“ თავს ხდება.

სტაჟიან გულშემატკივრებს ალბათ უკეთესი „აიაქსიც“ უნახავთ, მაგრამ ახალი თაობისთვის ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რადგან ამსტერდამული გრანდის ირგვლივ ბოლო ათლწეულებში არცთუ წარმატებული პერიოდი იდგა. ეს ხომ სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2003 წლის შემდეგ პირველად ითამაშა, ხოლო ნახევარფინალში საერთოდაც ამ საუკუნეში პირველად გავიდა და 22-წლიანი ყინული გაადნო.

ასეთი „აიაქსის“ მშენებლობა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ყველაფერს სათავე პეტერ ბოშმა დაუდო. ორი წლის წინაც „აიაქსი“ ერთობ ფეერიული ფეხბურთით გამოირჩა და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც გამოცდილ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ვერას გახდა, მაგრამ იმ სეზონში ჰოლანდიელებმა კლანჭები კიდევ ერთხელ გამოაჩინეს. არადა, მაშინ „აიაქსი“ ევროპა ლიგაზე მას შემდეგ გადაერთო, რაც ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში რუსულ, უსახურ „როსტოვთან“ ორი მატჩის ჯამში 2:5 განადგურდა. ორი წლის წინანდელ „აიაქსში“ იყო იმ ბიჭების ნაწილი, რომლებმაც მიმდინარე სეზონში საფეხბურთო ევოლუცია გამოიწვიეს. მაშინ, „აიაქსს“ მხოლოდ გამოცდილება დააკლდა.

„აიაქსის“ პოლიტიკა ოდითგან ნათელი იყო - აკადემიაზე აგებული, საიდანაც ყოველთვის მიეწოდებოდა ნიჭიერ ფეხბურთელთა მთელი რიგი არმია. რომელი ერთი გავიხსენოთ? ედვინ ვან დერ სარი, ედგარ დავიდსი, პატრიკ კლუივერტი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ვესლი სნეიდერი თუ ახლა უკვე ფრენკი დე იონგი და მატის დე ლიხტი... ახლაც ასეა, თუმცა იყო ჩავარდნებიც.

ერიკ ტენ ჰაგის წვლილი

„აიაქსი“ ამ სეზონამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კარის გაღებას მიჯრით სამი სეზონი ვერ ახერხებდა. ეს ვერც მარსელ კაიზერმა შეძლო, რომელმაც გუნდი 2017 წელს პეტერ ბოშიდან გადაიბარა. მასთან ერთად „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგულ „ნიცასთან“ დამარცხდა და მერე საქმეები ვერც ჰოლანდიის ჩემპიონატში აეწყო. შედეგად, „აიაქსში“ მანამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ერიკ ტენ ჰაგს უხმეს. ტენ ჰაგი ერთი არაფრით გამორჩეული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იყო და 2013 წელს მიუნხენის „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბში მოხვდა. დიახ, ორი სეზონი მან „რეკორდმაისტერში“ პეპ გვარდიოლასთან გაატარა, რომლისგანაც ბევრი ისწავლა. იმ გვარდიოლასგან, რომელიც თავის მხრივ იოჰან კრუიფის პროდუქტია, ხოლო თავად კრუიფი რინუს მიხელსის. მოკლედ, ეს ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ დიდი პირამიდაა, რომლის შედეგიც სახეზეა.

ტენ ჰაგთან ერთად „აიაქსი“ გარდაიქმნა და გახდა გუნდი, რომელსაც არ აშინებს ფინანსური თუ ასაკობრივი სხვაობა. ტენ ჰაგმა გუნდის ახალგაზრდულ ნაწილს გამოცდილებაც დაურთო და ამის ნათელი მაგალითი დელეი ბლინდი და დუშან ტადიჩია. ახალგაზრდებისა და გამოცდილების შერწყმა კი გუნდს ჰაერივით წაადგა. ტადიჩი აქამდე არაფრით გამორჩეული, საშუალო კლასის შემტევი იყო, რომლის საუკეთესო წლები „საუთჰემპტონს“ უკავშირდებოდა. სერბი „აიაქსს“ დიდებულად მოერგო და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.

ტადიჩმა შესანიშნავად გაუგო დავიდ ნერეშსა და ჰაკიმ ზიეჩს, ხოლო ბლინდის გვერდი მატის დე ლიხტი 19 წლის ასაკში ნამდვილ მონსტრად იქცა. საერთოდ, დე ლიხტი ფენომენია - ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი „აიაქსის“ ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც „აიაქსის“ მაისურით 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა - ეს ძალიან ბევრია და მსგავს ასაკში მსგავსი მიღწევებით ბარე-ორი ვერ დაიკვეხნის, თუ საერთოდ ვინმეს შეუძლია იგივე.

ნახევარდაცვაში ფრენკი დე იონგი გამოცდილ ლასე შონესთან ერთად გუნდის დირიჟორად იქცა. ვის შევადაროთ? ანდრეა პირლოს თუ ჩავის? ფაქტია, დე იონგი ამსტერდამელთა თამაშის ღერძია და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ნუ დავივიწყებთ დონი ვან დე ბეეკსაც, რომლის პროგრესი უტყუარია და რომელიც დიდებულად აკავშირებს ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზს ერთმანეთთან. ჰო, ახალგაზრდებს გვერდით გამოცდილი ფეხბურთელი რომ სჭირდებათ, ესეც ფაქტია და ამ მხრივ კლაას-იან ჰუნტელაარი უნდა გამოვყოთ. ის იშვიათად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ გასახდელში მისი როლი განუზომლად დიდია. სხვათა შორის, როდესაც „აიაქსმა“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგა მოიგო (1995 წელი) ან სულაც ფინალში ითამაშა (1996 წელი) დე ლიხტი, დე იონგი და ვან დე ბეეკი დაბადებულნიც არ იყვნენ! ახლა კი, ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს.

იოჰან კრუიფის შვილიშვილები

„აიაქსმა“ ევოლუციურ სეზონში ჩემპიონთა ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა („შტურმი“, „სტანდარდი“ და კიევის „დინამო“). შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელიც ნახევარფინალში გავიდა და მანამდე სამი საკვალიფიკაციო რაუნდი დაძლია! „აიაქსმა“ ჯგუფურ ეტაპზეც დიდებულად ითამაშა და მიუნხენის „ბაიერნთან“ ორჯერ არ წააგო. მეტიც, თამაშის ხარისხით ორჯერვე დაჯაბნა, მაგრამ ცოტა არ გაუმართლა. პლეი-ოფის ზღაპრულ გზაზე კი ყველამ ყველაფერი ვიცით. კი ბატონო, მადრიდის „რეალის“ ზეობის ხანა არ იდგა, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ასე დაჩაგრული „სამეფო კლუბი“, როგორც ეს „აიაქსთან“ იყო, იშვიათად გვენახოს, იგივე გამეორდა „იუვენტუსთანაც“ - ბევრის აზრით, ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტთან. ტურინში, პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში ამსტერდამელმა „ბავშვებმა“ „ბებერი ქალბატონი“ მოედნიდან გააქრეს და 2:1 რომ მოიგეს, მხოლოდ უიღბლობის შედეგია. კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „იუვე“ დიდი ხანია მსგავსად არავისთან დაჩაგრულა - ეს იყო შთამბეჭდავი წარმოდგენა, რომელზეც წლების განმავლობაში ისაუბრებენ.

იოჰან კრუიფი გამოირჩეოდა და მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფრაზაა: „ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია“ – „აიაქსი“ მიმდინარე სეზონში სწორედ მარტივ ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც ალღო ჯერჯერობით ვერავინ აუღო.

„აიაქსი“ ეს არის ახლაგაზრდებისა და გამოცდილი ფეხბურთელების იდეალური ნაზავი, რომლის მთავარი წყარო აკადემიაა. რა თქმა უნდა, ისტორია გამეორდება და ფეხბურთელთა უმრავლესობა მომავალ სეზონში „იოჰან კრუიფ არენაზე“ ბურთს აღარ გააგორებს. ფრენკი დე იონგი 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკვე „ბარსელონას“ წევრია, ხოლო ტენ ჰაგმა რამდენიმე დღის წინ ასევე დაადასტურა, რომ მატის დე ლიხტის წასვლად გადაწყვეტილია. ოღონდ სად და რა ფასში, ეს ჯერ საიდუმლოდ რჩება. მსურველები არც სხვებს აკლიათ - ვან დე ბეეკი, ნიკოლას ტალიაფიკო, ჰაკიმ ზიეჩი და დავიდ ნერეში ევროპული ბობოლების ლუკმას წარმოადგენენ.

„აიაქსს“ არ აქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, როგორიც „ბარსელონას“, „ბაიერნს“, „იუვენტუსს“, „რეალს“ პსჟ-ს და ბუნებრივია, მათი შენარჩუნება წარმოუდგენელი იქნება. სხვათა შორის, „აიაქსი“ ევროპის ტოპ 20 გუნდშიც არ შედის ფინანსური თვალსაზრისით და ამას თუ გავიხსენებთ, კრუიფის იმ დიდებული გამონათქვამის სისწორეშიც დავრწმუნდებით, რომლითაც ეს წერილი გავხსენით. „აიაქსმა“ დაამარცხა ის „იუვენტუსი“, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს მხოლოდ ხელფასის სახით ორ წელიწადში იმაზე მეტს უხდის, ვიდრე ჰოლანდიელები მთელ შემადგენლობას ერთი წლის განმავლობაში (60 მილიონი ევრო - 53 მილიონი ევრო).

„აიაქსმა“ XXI საუკუნეში ტოტალური ფეხბურთი გააცოცხლა და ტოტალურად დომინირებს მეტოქეებზე, განურჩევლად სახელისა, დიდებისა თუ ფინანსური შესაძლებლობებისა.

შეუძლებელია ამ გუნდმა აღფრთოვანება არ გამოიწვიოს, მით უფრო თანამედროვე რეალობის ფონზე. თანამედროვე რეალობა კი თითქოს ერთფეროვანია - ყველა გუნდი გადაიქცა მანქანად, რომელიც გათვლას მხოლოდ შედეგზე აკეთებს. თანამედროვე ფეხბურთი პრაგმატიზმა შთანთქა და ის სილაღე, რის გამოც სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გახდა, თითქოს გაქრა, დავიწყებას მიეცა. თუმცა, არა ამსტერდამში, სადაც გამოჩნდნენ იოჰან კრუიფის „შვილიშვილები“ და საფეხბურთო სამყარო გადაატრიალეს.

ყველაზე ცუდი და უარყოფითი ამ დიდებულ და ზღაპრულ რეალობაში მხოლოდ ისაა, რომ ეს „აიაქსი“ ზაფხულში დაიშლება. ფეხბურთელები წავლენ და ვინ იცის, მერე ისევ წლები დასჭირდეს დაუვიწყარი პროდუქტის შექმნას. მაგრამ, ესეც თანამედროვე ფეხბურთის გამოძახილია. და, კრუიფი არ ცდებოდა - ფულის ტომარამ შესაძლოა გოლი ვერ გაიტანოს, მაგრამ იყიდის იმას, ვინც მოუნდება. მოკლედ, ისღა დაგვრჩენია დავტკბეთ სეზონის დასასრულით და ვუყუროთ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელმაც საფეხბურთო გადატრიალება მოახდინა და ყველა აალაპარაკა.

ალბათ, მატის დე ლიხტი, ფრენკი დე იონგი, დონი ვან დე ბეეკი, ჰაკიმ ზიეჩი და დანარჩენები, სხვა გუნდის ფერებში შემოსილნი ისევ დადგამენ შოუებს, მაგრამ „აიაქსის“ XXI საუკუნის ტოტალური შემოქმედება დავიწყებას არასდროს მიეცემა. ამასობაში კი, მათ ახალი თაობა შეცვლის, რომელიც ამ გუნდის აკადემიას არასდროს დაელევა.

"აიაქსის" ცოცხალმა ლეგენდამ და ამჟამად აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა სწორად თქვა - ეს წარმატება ჩვენთვის ფულზე მნიშვნელოვანიაო. ცამდე მართალია ჰოლანდიელი ლეგენდა - "აიაქსის" ფეხბურთი არის ჭეშმარიტება და ის, რასაც ფულის ტომრებით ვერავინ იყიდის.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10999
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X