კალათბურთი

15:55 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ნახევარფინალში პირველი გამარჯვება იზეიმა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში “ჰომენტმენს” სტუმრად 76:72 სძლია და სერიაში წონასწორობა აღადგინა – 1:1.

ვეტერანი ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 13 წუთში 3 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ნიკოლოზმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.
ნახევარფინალური სერიის მე-3 შეხვედრას 19 აპრილს “ბეირუთი” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117608