News

13:20 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ 2019/20 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა

„ლივერპულმა“ თავის ოფიციალურ „ტვიტერზე“ ახალი საშინაო ფორმის ფოტოები განათავსა. მუქ წითელ მაისურებს წვრილი ვერტიკალური თეთრი ზოლები დაჰყვება, რაც რეტრო სტილია. ასეთი დიზაინის ფორმა „წითლებს“ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ეცვათ. კერძოდ 1984 წელს, როცა კენი დალგლიშმა და კომპანიამ ფინალში იტალიური „რომა“ დაამარცხეს და მეოთხედ აღმართეს ჩემპიონთა თასი.

საინტერესოა, რომ ამერიკული სპორტული ეკიპირების მწარმოებელ ფირმა New Balance-ს ფორმებს „ლივერპული“ მომავალ სეზონში ბოლოჯერ მოირგებს. შემდეგ სპონსორი Nike ან adidas-ი გახდება.

მიმდინარე სეზონში, 34 ტურის შემდეგ, 85 ქულით „ლივერპული“ ინგლისური პრემიერლიგის ცხრილის სათავეშია და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ ორი პუნქტით უსწრებს. თუმცა ‘“ქალაქელებს“ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. უახლოეს მატჩს მერსისაიდელები კვირას, 21 აპრილს, „კარდიფთან“ გამართავენ სტუმრად.

თეგებილივერპული
0.165223