ფეხბურთი

11:51 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: „მიყვარხართ ბიჭებო!“

„მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ („სიტიმ“ 4:3 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში „ტოტენჰემი“ გავიდა. პირველ შეხვედრაში ლონდონელებმა 1:0 იმარჯვეს) „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა, თავის „ტვიტერში“ თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა და ემოციური სიტყვებით მიმართა: „ღმერთო ჩემო, მიყვარხართ ბიჭებო!“ - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ კეინმა „სიტისთან“ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიიღო ტრავმა და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემის“ მაისურით კეინმა 39 მატჩი ჩაატარა, 24 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

Loading...
სტატისტიკა
0.342447