ფეხბურთი

10:23 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სონი ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგაში

„ტოტენჰემის“ შემტევმა, სონმა, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ (3:4) ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსგავსი დრამატიზმის შეხვედრა არასოდეს უნახავს და ამაყობს თავისი თანაგუნდელებით.

„მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს. ეს სასტიკი და გიჟური თამაში იყო. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ჩვენ მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. ხანდახან ვიდეოარბიტრი გვაღიზიანებს ხოლმე, მაგრამ დღეს დიდად მადლობელნი ვართ ამ სისტემის.“ - უთხრა კორეელმა BT Sport-ს.

სონმა ამ მატჩში დუბლი შეასრულა და 12 გოლით ტურნირის ყველაზე შედეგიანი აზიელი მოთამაშე გახდა. მან ყოფილ კიევის დინამოელ მაკსიმ შაცკიხს გადაუსწრო (11 გოლი).

ნახევაფინალში „ტოტენჰემი“ „აიაქსს“ შეხვდება. მატჩები 30 აპრილს და 7 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119446