ფეხბურთი

9:04 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „მოუთმენლად დაველოდები „ბარსელონასთან“ შეხვედრებს“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის მოგების შემდეგ (4:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბარსელონასთან“ ოფიციალურ მატჩებში არასოდეს უთამაშია და მოუთმენლად დაელოდება კატალონიელებთან მომავალ შეხვედრებს.

„ბევრი მომენტი არ გვქონია, თუმცა რაც შევქმენით, თითქმის ყველა გამოვიყენეთ. შესვენების შემდეგ „პორტუს“ ცოტა დაღლა დაეტყო და თამაშის კონტროლი უფრო გაგვიადვილდა. ვიცოდით, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ისეთი ჟინით ვერ ითამაშებდნენ, როგორც პირველი 30 წუთის მანძილზე.

ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, ვინც ზედიზედ მეორე სეზონია ტურნირის ნახევარფინალში ვითამაშებთ. „ბარსელონას“ ოფიციალურ მატჩებში არასოდეს შევხვედრივარ და მოუთმენლად დაველოდები მათთან დაპირისპირებას.

თუმცა ახლა „კარდიფთან“ პრემიერლიგის კვირის თამაშზე ვფიქრობ.

როგორ შევაჩეროთ მესი? საამისოდ დრო მექნება, ვიფიქრებ. ბევრმა სცადა ეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ვეცდებით არ გავატანინოთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120428