ფეხბურთი

3:33 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მისი ფეხბურთელები გმირები არიან და ეს საოცარი თამაში იყო.

„ეს წარმოუდგენელი იყო, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან და ჩვენ აქამდე მოვედით. ბედნიერი ბიჭების და ქომაგების გამო ვარ.

გაუქმებული გოლი? იმ მომენტში ჩემს თავში ძალიან ბევრი რამ მოხდა, იმედგაცრუება ძალიან დიდი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება შეიცვალა. ამიტომ გვიყვარს ფეხბურთი. დღეს დავამტკიცეთ დიდი პიროვნულობა, საოცარი თამაში იყო“, - თქვა პოჩეტინომ.

აქვე გეტყვით, რომ ლონდონის „ტოტენჰემი“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110768