ფეხბურთი

22:36 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა კლოპთან კონფლიქტის გამო ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა

ესპანური გამოცემა As-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მოჰამედ სალაჰი ზაფხულში „ლივერპულს“ დატოვებს. როგორც მადრიდული გამოცემა იტყობინება, ეგვიპტელმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტელს რამდენიმე კვირის წინ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან კონფლიქტი მოუვიდა და ამის გამო „ენფილდ როუდის“ დატოვება განიზრახა.

ჯერჯერობით სხვა დეტალები არ გავრცელებულა. ადრე დაიწერა, რომ „იუვენტუსი“ და „ლივერპული“ სლააჰი-პაულო დიბალას ბარტერს ამზადებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ 2017 წლის ზაფხულში იტალიური „რომადან“ შეუერთდა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

0.113735