ფეხბურთი

17:59 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ სარი: "ეს წარმატება ფულზე მნიშვნელოვანია"

ამსტერდამის „აიაქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ლეგენდარული ჰოლანდიელის განცხადებით, „აიაქსის“ ნაჩვენები შედეგები ფულზე მნიშვნელოვანია.

„ჩემპიონთა ლიგაზე 90 მილიონი უკვე გამოვიმუშავეთ, მაგრამ ეს წარმატება ფულზე მნიშვნელოვანია. ნამდვილად არ მაინტერესებს ეკონომიკური ასპექტები, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანია ხელფასებისთვის და ტრანსფერებისთვის. უბრალოდ, ბედნიერი ვარ ასეთი შედეგით და იმით, რაც ხდება“, - თქვა ვან დერ სარმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 22-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა, სადაც „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113651