ფეხბურთი

14:15 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის მეხუთე მოდული მიმდინარეობს.

აღნიშნული მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელები სხვდასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთ საკითხთან ერთად დაცვიდან შეტევაში გადასვლას და თანამედროვე ფეხბურთში ძალისა და სისწრაფის მნიშვნელობას განიხილავენ. სასწავლო პროცესი ტრადიციულად თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით პირველად ტარდება და ის ექვსი მოდულისგან შედგება. ამ ეტაპზე სასწავლო კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. მსმენელებს ერთწლიანი სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას ერთ-ერთი უმაღლესი სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.

www.gff.ge

Loading...
0.120966