ფეხბურთი

12:43 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „ეს არის ჩვენი რეალური სახე“

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალური ეტაპის შეხვედრაში „ბარსელონამ“ შინ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 4:0 იმარჯვა. ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

„ეს არის ჩვენი რეალური სახე, ძალიან შთამბეჭდავები ვიყავით. პირველი რამდენიმე წუთი ვინერვიულეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ“- განაცხადა მესიმ.

½-ფინალში „ბარსას“ მეტოქე „ლივერპული“ „პორტოს“ წყვილის გამარჯვებული იქნება.

Loading...
სტატისტიკა
0.237022