ფეხბურთი

11:20 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „მესი მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია“

„ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში მარცხის შემდეგ (0:3), „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქე მათზე ორი თავით მაღლა იდგა, ხოლო მესიმ ისევ არაჩვეულებრივად ითამაშა.

„ლეო მესი მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელია. ცხადია, ის გამოირჩეოდა მინდორზე. ორი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. მესი და რონალდუ ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეები არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი.

მოწინააღმდეგე ჩვენზე ორი თავით მაღლა იდგა. ჩვენც უნდა ვეცადოთ ამ დონეზე ასვლას. ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩვეულ სიმაღლეზე დაბრუნება იქნება. ახლა კი ინგლისის ჩემპიონატში ურთულესი კვირა გველის.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130049