ფეხბურთი

10:26 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსმა“ საკლუბო რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „აიაქსმა“ „იუვენტუსს“ 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ამ ეტაპზე ამსტერდამელები „სიტი“ – „ტოტენჰემის“ გამარჯვებულს შეხვდებიან, რომლებიც დღეს, 17 აპრილს, მანჩესტერში გაარკვევენ ურთიერთობას. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ამისდაკვალად, მიმდინარე სეზონში ამსტერდამულ კლუბს 155 გატანილი გოლი მოუგროვდა, რაც საკლუბო რეკორდის გამეორებაა. მსგავსი შედეგი „აიაქსს“ 2009/10 წლების სეზონში ჰქონდა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.

155 გოლი ასე განაწილდა: 106 ჰოლანდიის ჩემპიონატში, 17 ქვეყნის თასზე და 32 ჩემპიონთა ლიგაში.

თეგებიაიაქსი
0.148443