ფეხბურთი

9:52 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „ინტრიგა უფრო ადრე უნდა მოგვეკლა“

„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს გოლებამდე რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა და თამაშის ინტრიგა უფრო ადრე უნდა მოეკლა.

„პირველისგან აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი იყო. თავიდან ეს ფიზიკური დაპირისპირება უფრო გახლდათ. ორგანიზებულობის თვალსაზრისით კარგად გამოვიყურებოდით. მთავარი იყო მათი შტორმისთვის გაგვეძლო.

მეორე ტაიმში მეტოქის თამაში ჩამოიშალა. ჩვენ მეტი თავისუფალი სივრცეები შეგვექმნა. სამი-ოთხი ასპროცენტიანი მომენტი შევქმენით და ინტრიგა უფრო ადრე უნდა მოგვეკლა.“ - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

Loading...
სტატისტიკა
0.339336