ფეხბურთი

20:45 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაუ: "ლივერპული" ევროპაში საუკეთესოა, მაგრამ დაუმარცხებელი არაა"

პორტუგალიური „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიუ კონსეისაუმ „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მეტოქე ევროპაში საუკეთესოა, მაგრამ დაუმარცხებელი არაა.

„ალბათ, „ლივერპულის“ ძლიერი მხარე სისწრაფეებია, შესაბამისად, პირველ რიგში მეტოქეს სივრცეები უნდა შევუზღუდოთ. ჩემი ყველა ფეხბურთელი ბრძოლისთვის მზადაა, არავის სურს ასპარეზობის მეოთხედფინალში დასრულება. განსაკუთრებული სტიმული საჭირო არაა, რადგან არ არსებობს უფრო დიდი მოტივაცია, ვიდრე ისტორიაში შესვლაა.

„ლივერპულის“ თამაში ძალიან მომწონს, დღეს ალბათ ევროპაში საუკეთესო გუნდია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დაუმარცხებელია. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და მეტოქეს არ უნდა მივცეთ იმის გაკეთების საშუალება, რასაც მოისურვებს“, - თქვა კონსეისაუმ.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება ინგლისში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. საპასუხო თამაში კი „დრაგაუზე“ 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

Loading...
სტატისტიკა
0.477266