ფეხბურთი

18:26 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა კატასტროფა არ იქნება"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ჰარი კეინის დანაკლისის მიუხედავად მაინც ძლიერია.

გვარდიოლას განცხადებით, მისი გუნდის მთავარი საფიქრალი ახალ ნახევარფინალია:

„ტოტენჰემი“ კეინის გარეშეც ძლიერია, მაგრამ მე ვიცი ფეხბურთელების კონცენტრაცია და მათი სურვილი ნახევარფინალში გასვლის შესახებ. როდესაც სტუმრად თამაშობს, ატმოსფერო ყოველთვის საოცარია. ამიტომ, გვინდა, ვნახოთ ჩვენი ქომაგები, რომლებსაც ნახევარფინალში გასვლა ნამდვილად ენდომებათ, მათი მხარდაჭერა გვჭირდება.

აქ არ მოვსულვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, არამედ იმ თამაშის საჩვენებლად, რასაც ბოლო 20 თვის განმავლობაში ვაჩვენებთ. ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული და მკაცრი ტურნირია, თუ ვერ მოვიგებთ, ეს კატასტროფა არ იქნება.

მომავალზე არ ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ახლა მაინტერესებს ნახევარფინალია. ფეხბურთელები კონცენტრირებულნი არიან და იგივე მიზანი ამოძრავებთ. ერთხელ ფინალში ისე გავედით, რომ კარში ერთხელ დავარტყით, ხოლო ერთხელაც 33 დარტყმა გვქონდა, მაგრამ გამოვეთიშეთ ასპარეზობას. ფეხბურთი ასეთია.

პრემიერლიგა? - თუ უახლოეს სამ თამაშს ვერ მოვიგებდით, მთელი სეზონის შრომა წყალში ჩაგვეყრება. „ლივერპული“ საოცარ სეზონს ატარებს. ჩვეულებრივ, 84-85 ქულა საკმარისია ჩემპიონობისთვის, მაგრამ წელს ასე არაა. მინიმუმ 98 ქულა გვჭირდება. ორივე გუნდმა დაიმსახურა ჩემპიონობა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი იქნება გამარჯვებული“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრა 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.118647