ფეხბურთი

13:55 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონმა ჩემპიონობა „ლივერპულს“ უწინასწარმეტყველა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პრემიერლიგას „ლივერპული“ მოიგებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბარნლის“ ექს-თავდამსხმელმა, ჯონათან უოლტერსმა უთხრა.

„ფილ ბერდსლის ვესაუბრე. მითხრა, რომ ფერგიუსონის გვერდით იჯდა ტრიბუნაზე. სერ ალექსმა ივარაუდა, რომ წლეულს ჩემპიონი „ლივერპული“ გახდება, რადგან „სიტის“ „მანჩესტერთან“ აქვს შეხვედრა დარჩენილი და „იუნაიტედი“ აუცილებლად დააკარგვინებს ქულებს „ქალაქელებს.“ - ციტირებს უოლტერსის სიტყვებს BBC.

დღეისათვის პრემიერლიგას 85 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს. „სიტის“ ორი ქულით და ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

0.136475