ფეხბურთი

10:17 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი ლიგა 1-ის მარტის საუკეთესო ფეხბურთელია

„მარსელის“ იტალიელი შემტევი, მარიო ბალოტელი, საფრანგეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - გვამცნობს ფრანგი ფეხბურთელების პროფკავშირის ოფიციალური გვერდი.

გამოკითხვის შედეგად ბალოტელიმ ხმების 45% მიიღო, პსჟ-ის კილიან მბაპემ - 35%, მესამე ადგილზე გასულმა „ლიონის“ მუსა დემბელემ კი - 20%.

28 წლის ბალოტელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა „ნიციდან“ „მარსელში.“ მიმდინარე სეზონში მარსელელთა შემადგენლობაში „ბალომ“ 11 მატჩი ითამაშა, 7 ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლედ უპასა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110921