ფეხბურთი

9:50 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „მომავალ სეზონში „რეალი“ გაცილებით ძლიერი იქნება“

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის დასკვნით მატჩში, მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ლეგანესთან“ ფრედ ითამაშა (1:1), თუმცა თავიდან აგებდა. შემდეგ კი მადრიდელთა დამრიგებელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შთაბეჭდილება არც კარგი აქვს და არც ცუდი. მომავალ სეზონში კი „რეალი“ გაცილებით ძლიერი იქნებაო.

„პირველი ტაიმი არ მომეწონა. მეორე უკეთესი იყო, რადგან მარცხს თავი დავაღწიეთ. შთაბეჭდილება არც კარგია და არც ცუდი, რადგან ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. „ლეგანესი“ კი შინ ცოტა გოლს უშვებს.

ვიცით, რომ მიდინარე სეზონში ვეღარაფერს მოვიგებთ. სულ ექვსი მატჩი დაგვრჩა სათამაშო. მომავალ სეზონში „რეალი“ გაცილებით ძლიერი იქნება, თუმცა სერიოზული მუშაობა ახლავე უნდა დავიწყოთ.“ - უთხრა ზიდანმა as-ს.

შეგახსენებთ, რომ 32 ტურის შემდეგ, 61 ქულით, „რეალი“ პრიმერას სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

0.113813