ჭიდაობა

0:40 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ანტალიიდან

11-14 აპრილს, თურქულ ანტალიაში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი "გამარჯვების თასი" გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ჩემპიონები ბექა ქობულაძე (80 კგ.) და მათე გოქაძე (110 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები ხვიჩა აბულაძემ (48 კგ.), თორნიკე სოლომონიძემ (51 კგ.) და დათა ჩხაიძემ (71 კგ.) მოიპოვეს.

თავისუფლებიდან ტურნირის ვიცე-ჩემპიონი დავით კოღუაშვილი (80 კგ.) გახდა, მესამე საპრიზო ადგილს კი დავით ფაცინაშვილი (65 კგ.) დასჯერდა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით გამართულ ტურნნირზე მონაწილეობა ყაზახეთის, ბელგიის, აზერბაიჯანის, უნგრეთის, ყირგიზეთის, რუმინეთის, ირანის, მოლდოვა, ბულგარეთის, ესტონეთის, საქართველოს და მასპინძელი თურქეთის ნაკრებებმა მიიღეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1107