სხვა

17:50 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოციგურავეებმა სეზონი ბულგარეთში დაასრულეს

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეებმა სეზონი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირით დაასრულეს.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეჯიბრში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 7 მოციგურავე მონაწილეობდა: ანადეა გულბიანი-შმიდტი, დავით გურგენიძე, ილია გოგიტიძე, ნიკოლ ფადეევა, ინგა ფუტკარაძე, ქეთი მახარაძე და ეკატერინე იაზადჯი.
საბოლოოდ, გურგენიძემ 38.36 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა, გოგიტიძე ნოვისების კატეგორიაში 39.76 ქულით მეორე პოზიციის მფლობელი გახდა, ხოლო ეკატერინე იაზადჯი 43.00 ქულით კი ბრანჯაოს დაეუფლა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-3 საფეხურზე იმყოფებოდა გულბიანი-შმიდტიც, თუმცა, თავისუფალი პროგრამის გათვალისწინებით, მას იუნიორების კატეგორიაში საპრიზო სამეულში შესასვლელად მხოლოდ 0.6 ქულა დააკლდა. ანადეამ 110.19 ქულით 21 მოციგურავეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.
ფადეევა 33.46 ქულით მე-4 ადგილს დაეუფლა, ხოლო ფუტკარაძეს 18 მოციგურავეს შორის მე-5 საფეხური ერგო. რაც შეეხება მახარაძეს, მან 21 სპორტსმენს შორის 29.86 სარეიტინგო ქულა დააგროვა.
ცნობისთვის, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავეების მწვრთნელები ლელა ჩოფიკაშვილი, სესილი ბერძენიშვილი და ინგა ბუტიკაშვილი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114801