ფეხბურთი

14:36 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი "იუვენტუსთან" ითამაშებს

ამსტერდამის „აიაქსში“ კარგი ამბავია, რადგან ფრენკი დე იონგი გამოჯანმრთელდ ადა „იუვენტუსთან“ ითამაშებს. ჰოლანდიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა 21 წლის ფეხბურთელი ტურინში წაიყვანა და განაცხადშიც შეიყვანა.

შესაბამისად, გამოდის, რომ დე იონგი სათამაშოდ მზადაა. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელმა შაბათს, „ექსელსიორთან“ მატჩში კუნთის დაზიანება მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ მატჩი 16 აპრილს, გაიმართება. ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

0.116307