თამაშგარე

13:45 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერქან მერიჩი - მსახიობობა საფეხბურთო კარიერის ნაცვლად

ცნობილი თურქი მსახიობი მამაკაცი, ერქან მერიჩი მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც პოპულარული ბოლო წლებში ესოდენ გავრცელებულმა თურქულმა სერიალებმა გახადეს. ერქანი თავისი ეფექტური გარეგნობის დამსახურებით, დღეს ქალბატონების ნამდვილი გულთამპყრობელია.

თუმცა სერიალთმოყვარულების დიდმა ნაწილმა ალბათ არ იცის, რომ ერქან მერიჩი 1999 წლიდან 2008 წლამდე სერიოზულ ფეხბურთს თამაშობდა. ბავშვობიდან ის საფეხბურთო კლუბ “გალათასარაიში“ დადიოდა სავარჯიშოდ და მწვრთნელი ყოველთვის ამბობდა, რომ ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა.

როგორც თურქეთში ამბობენ, ერქან მერიჩის მშობლების გადაწყვეტილებით და ტრავმების შიშის გამო, მოულოდნელად შეწყდა მისი საფეხბურთო კარიერა და ფეხბურთთან გამომშვიდობების შემდეგ, მსახიობმა ბედი სამოდელო ბიზნესში სცადა. ერქანს წარმატებები მუდამ თან სდევს, თუმცა ვინ იცის, მისი სახით საფეხბურთო სამყარომ როგორი საინტერესო მოთამაშე დაკარგა...

Loading...
0.116413