კალათბურთი

12:50 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„პორტლენდმა“ „ოკლაჰომას“ აჯობა, „ჰიუსტონმა“ „იუტა“ გაანადგურა

„ბოსტონმა“ შინ „ინდიანა“ 84:74 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც ბოსტონელებმა 26:8 მოიგეს. 20-20 ქულით ირვინგი და მარკუს მორისი გამოირჩნენ.

„პორტლენდმა“ საკუთარ დარბაზში „ოკლაჰომას“ 104:99 მოუგო. პორტლენდელებმა პირველი პერიოდი 39:25 მოიგეს, რის შემდეგაც „ოკლაჰომამ“ ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა. 30 ქულით დამიენ ლილარდი გამოირჩა. რასელ უესტბრუკი 24 ქულით, 10 მოხსნით და 10 პასით გამოირჩა. რასელმა პლეი ოფში მეცხრე სამმაგი დუბლი შესრულა.

„ჰიუსტონმა“ საკუთარ დარბაზში „იუტა“ 122:90 გაანადგურა. ჰარდენმა 29 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა მიითვალა. „იუტაში“ 22 ქულით და 12 მოხსნით რუდი გობერი გამოირჩა.

„ბოსტონი“ – „ინდიანა“ 84:74 (20:20, 18:25, 26:8, 20:21)

https://www.youtube.com/watch?v=XZ4QdzBDbSs

„პორტლენდი“ – „ოკლაჰომა“ 104:99 (39:25, 15:23, 22:21, 28:30)

https://www.youtube.com/watch?v=f46TU31gGKs

„მილოუკი“ – „დეტროიტი“ 121:86 (38:18, 32:25, 27:18, 24:25)

https://www.youtube.com/watch?v=6JJgpSR2hHg

„ჰიუსტონი“ – „იუტა“ 122:90 (31:24, 28:20, 24:27, 39:19)

https://www.youtube.com/watch?v=YXeklyFUYvM

Loading...
0.156231